ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
კონტაქტი: info@correct.ge
ინსტრუქცია
თუ ხაზგასმა არ აქვს, ე.ი. სიტყვა ორთოგრაფიულ-მორფოლოგიურად და კორექტურულად სწორია.
წითელი ნიშნავს, რომ ეს სიტყვა შეცდომით წერია ან ბარბარიზმია.
ყვითელი კი ნიშნავს, რომ სიტყვა ჩვენს ბაზაში ჯერ არ არის, მაგრამ სამომავლოდ სისტემა პრიორიტეტების მიხედვით აუცილებლად შეისწავლის.
ჩვენ შესახებ
correct.ge მართლწერის შესამოწმებელი პლატფორმაა. მისი დახმარებით შეძლებთ, მარტივად აღმოაჩინოთ და გაასწოროთ კორექტურული, ორთოგრაფიულ-მორფოლოგიური შეცდომები, ბარბარიზმები და სხვადასხვა ენებიდან შემოსული კალკები.
ბაზა მოიცავს უცხოური ენებიდან შემოსული საკუთარი (ადამიანთა და გეოგრაფიული) სახელების სწორ ფორმებსაც.
სისტემა აანალიზებს ასეთი სიტყვების წარმომავლობასა და იმ ენას, რომლიდანაც ისინი ითარგმნა. შეცდომებზე სწორ ვარიანტებს კი არა მხოლოდ ასოთშეთანხმების, არამედ მათი წარმომავლობის ანალიზის საფუძველზე შემოგთავაზებთ.
correct.ge ბევრი ისეთი სიტყვის აღმოჩენაში დაგეხმარებათ, რომლებიც მანამდე სწორი გეგონათ. ზოგიერთი არასწორი ფორმის ქვეშ შეცდომის შესახებ მოკლე განმარტებებსაც იხილავთ.
correct.ge მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო „კლიპარტმა“ ქართული მედიის მხარდასაჭერად შექმნა. მის ბაზაში უკვე 200 ათასზე მეტი სიტყვის 1 მილიონზე მეტი ფორმაა და ზრდას უწყვეტად განაგრძობს – პლატფორმა ყოველდღიურად ათეულობით ახალ სიტყვას სწავლობს.
correct.ge დამხმარე საშუალებაა ჟურნალისტებისთვის (და არამარტო მათთვის), რათა მათ მარტივად და დროულად აღმოაჩინონ წერის დროს დაშვებული ნებისმიერი ტიპის შეცდომა. ის კომპანია „კლიპარტის“ ქართულ ენაზე შეყვარებულმა ენთუზიასტებმა შექმნეს და მოხარული ვიქნებით, თუ შეცდომების აღმოჩენის შემთხვევაში მოგვწერეთ და ხარვეზების აღმოფხვრაში დაგვეხმარებით.
პლატფორმა სისტემატურად ახლდება. ის სრულად ინტეგრირებულია „კლიპარტის“ კიდევ ერთ მედიაპროდუქტთან NEWS CMS და ასევე, შესაძლებელია მისი ნებისმიერ ტექსტურ რედაქტორთან ინტეგრაცია. სულ მალე კი ჩვენი გუნდი ახალ და საინტერესო ცვლილებებსაც შემოგთავაზებთ.